Monday 23 June 2014

პორტფოლიო

დააჭირეთ აქ და ჩამოტვირთეთ ჩემი პროექტის პორტფოლიო

Sunday 22 June 2014

მეცხრე  დღის  რეფლექსია

  დღეს საბოლოოდ გადავათვალიერე ჩემი ბლოგი,ჩავასწორე და გამოვაქვეყნე.არ მჯერა, რომ ეს შევძელი 


გავმართეთ ჩვენი პორტფოლიოების პტრეზენტაციები 



ტრენინგი დასრულდა!!!!!


          

Thursday 19 June 2014

მერვე დღის რეფლექსია

                                 
            რა  ბედნიერებაა როდესაც ყველაფერს  აღწევ!!!!!!!!!!!!  მეგონა დრაივზე  პრეზენტაციის ატვირთვას ვერასდროს შევძლებდი...ამ ტრენინგის მიზანიც ხომ ეს იყო - ყველაფერი  უნდა გვცოდნოდა და ყოველგვარი შეკითხვების გარეშე თვითონ შეგვესრულებინა სამუშაო. ჩემს ბედნიერებას საზღვარი არა აქვს
             

Tuesday 17 June 2014

მეშვიდე დღის რეფლექსია
           მე  ამ ტრენინგს გაუგებრობის ტრენინგს  დავარქმევდი..........დღეს კომპიუტერი ჭედავდა,განახლებას ითხოვდა ყოველ 5 წუთში,ნორმალურად ვერ ვიმუშავე... ცოტაოდენი დახმარება დამჭირდა,მაგრამ .... ყველა შეკითხვა ბოლოს უნდა დაისვას!!!

Monday 16 June 2014

მეექვსე დღის რეფლექსია
 
                                                     
                               
მგონი ამ ტყიდან გამოსვლა არ მიწერია.მზის შუქს ვხედავ და ... მაინც წინ ვერ მივიწევ.
                                                           

Friday 6 June 2014

მეხუთე დღის რეფლექსია

    ძალიან   საჭირო  მასალებს ვეცნობით.დღეს ვსწავლობდით ბუკლეტის ნიმუშის დამზადება და შევსებას,მაგრამ  მე,  დამჭირდა დახმარება,მშველელი კი არსად ჩანდა...

                                

                                        

Friday 30 May 2014

მეოთხე დღის რეფლექსია

დღეს ბევრი ვიმსჯელეთ საავტორო  უფლებებზე,მართალია აუცილებელი და საჭირო ინფორმაცია მივიღეთ,მაგრამ ჩემი აზრით, ჯობდა უფრო მეტი დრო ტექნიკურ საკითხებზე გაგვემახვილებინა,გვესწავლა დრაივში ტექსტის ატვირთვა და ბლოგზე გადატანა.
დავამუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და გავაკეთეთ პრეზენტაცია

                                       

Sunday 25 May 2014



მესამე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე ნაყოფიერი და მრავალფეროვანი იყო.ძალიან დამაფიქრა პროექტის თემამ.მინდა რომ საინტერესო და წარმატებული გამომივიდეს,სადაც ბავშვები ხალისით ჩაერთვებიან და გამოავლენენ საკუთარ შესაძლებლობებს

                            

დღეს ჩვენ შევამოწმეთ და დავაკომენტარეთ ერთმანეთის ბლოგები,ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის შაბლონზე და ზოგად,თემატურ და შინაარსობრივი კითხვების დასმაზე                  
                   
                               

Monday 19 May 2014

მეორე დღის რეფლექსია       
სასიამოვნო სიახლე!
ვთვლი,რომ დღევანდელი დღე უფრო შედეგიანი იყო.ვიმუშავეთ პროექტის გეგმაში თემის მონახაზზე,განსაკუთრებით საინტერესო იყო საკვანძო შეკითხვების დასმის ტექნიკის დაუფლება.მასალა იყო ძალიან საინტერესო,მნიშვნელოვანი და საჭიროც.
ვფიქრობ,რომ მიუღწეველი არაფერია...როგორც რუსულად იტყვიან   "луч света в тёмном царстве"    

                      

Wednesday 14 May 2014

    პირველი დღის რეფლექსია

პირველ შეხვედრაზე  გავეცანით ერთმანეთს,ბატონმა დათომ გაგვაცნო და ჩამოგვიყალიბა ჩვენი სამუშაოს მიზანი(მისივე თქმით:შევყავართ უღრან ტყეში).დღეს შევქმენით ახალი ბლოგი და ჩამოვტვირთეთ საჭირო ბრაუზერები,ვისწავლეთ რეფლექსიების  განთავსება