Friday 30 May 2014

მეოთხე დღის რეფლექსია

დღეს ბევრი ვიმსჯელეთ საავტორო  უფლებებზე,მართალია აუცილებელი და საჭირო ინფორმაცია მივიღეთ,მაგრამ ჩემი აზრით, ჯობდა უფრო მეტი დრო ტექნიკურ საკითხებზე გაგვემახვილებინა,გვესწავლა დრაივში ტექსტის ატვირთვა და ბლოგზე გადატანა.
დავამუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და გავაკეთეთ პრეზენტაცია

                                       

Sunday 25 May 2014



მესამე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე ნაყოფიერი და მრავალფეროვანი იყო.ძალიან დამაფიქრა პროექტის თემამ.მინდა რომ საინტერესო და წარმატებული გამომივიდეს,სადაც ბავშვები ხალისით ჩაერთვებიან და გამოავლენენ საკუთარ შესაძლებლობებს

                            

დღეს ჩვენ შევამოწმეთ და დავაკომენტარეთ ერთმანეთის ბლოგები,ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის შაბლონზე და ზოგად,თემატურ და შინაარსობრივი კითხვების დასმაზე                  
                   
                               

Monday 19 May 2014

მეორე დღის რეფლექსია       
სასიამოვნო სიახლე!
ვთვლი,რომ დღევანდელი დღე უფრო შედეგიანი იყო.ვიმუშავეთ პროექტის გეგმაში თემის მონახაზზე,განსაკუთრებით საინტერესო იყო საკვანძო შეკითხვების დასმის ტექნიკის დაუფლება.მასალა იყო ძალიან საინტერესო,მნიშვნელოვანი და საჭიროც.
ვფიქრობ,რომ მიუღწეველი არაფერია...როგორც რუსულად იტყვიან   "луч света в тёмном царстве"    

                      

Wednesday 14 May 2014

    პირველი დღის რეფლექსია

პირველ შეხვედრაზე  გავეცანით ერთმანეთს,ბატონმა დათომ გაგვაცნო და ჩამოგვიყალიბა ჩვენი სამუშაოს მიზანი(მისივე თქმით:შევყავართ უღრან ტყეში).დღეს შევქმენით ახალი ბლოგი და ჩამოვტვირთეთ საჭირო ბრაუზერები,ვისწავლეთ რეფლექსიების  განთავსება